დავით ნარმანიამ მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა

თბილისის მერი დავით ნარმანია, მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
დავით ნარმანიამ მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და ქვეყნის წარმატება და წინსვლა უსურვა.
მისი თქმით, სვეტიცხოვლობა განსაკუთრებული დღეა მართლმადიდებელი ქართველებისთვის, რადგან იგი სარწმუნოების და ქართველი კაცის სულიერი სიმტკიცის სიმბოლოა.
საზეიმო ლიტურგიას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობასთან ერთად, წმინდა მოციქულთა სწორის – მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებასაც აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები