“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი – „არ ვიცნობ არც ერთ დაკავებულს მარნეულში“

„ყველას არ ვიცნობ სახელით და გვარით, ვინც შსს-მ დააკავა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა იმამკულიევმა “მაესტროს” ეთერში განაცხადა.
გადაცემა “ღამის კონტაქტში” წამყვანმა, მას მარნეულის კადრები აჩვენა და სთხოვა, იდენტიფიცირება მოეხდინა არეულობაში მონაწილე იმ პირების, ვინც საარჩევნო უბანთან ქვებს ისროდა.
“შესაძლებელია, ის, რომელიც ქვას ისვრის კადრებში, ერთ-ერთი ადგილობრივი ამომრჩეველი იყოს, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ შესაძლოა, ჩვენი აქტივისტები იყვნენ. 10 ათასმა ადამიანმა მომცა ხმა და ყველას პირადად, სახელით და გვარით ვერ ვცნობ. მე ვდგავარ ყველა იმ დაკავებული ადამიანის გვერდით, რომელიც შსს-მ დააკავა, თუმცა ყველას არ ვიცნობ სახელით და გვარით”, – განაცხადა ახმედ იმამკულიევმა.
შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, არჩევნების დროს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, შსს-მ 6 პირი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე, წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს.
დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დაშავდა. თავდამსხმელებმა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა პოლიციის დამატებითი ძალები. სამართალდამცველების ჩარევის შედეგად, სიტუაცია განიმუხტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები