ირაკლი კობახიძე: ”ნაციონალური მოძრაობის” 27%-იანი მაჩვენებელი მოულოდნელი იყო

8 ოქტომბრის არჩევნებში ”ნაციონალური მოძრაობის” 27%-იანი მაჩვენებელი ჩვენთვის მოულოდნელი იყო, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ სალომე ასათიანის გადაცემა ”ინტერვიუში” განაცხადა.
კობახიძის თქმით, ”ქართული ოცნება” ”ნაციონალური მოძრაობის” შემთხვევაში, უფრო დაბალ რეიტინგსა და დაბალ მხარდაჭერას ელოდა.
„ეს ყველაფერი შეიძლება ითქვას, რომ პოლარიზაციის შედეგია. ”ნაციონალურ მოძრაობას” საარჩევნო კამპანია პოლარიზაციისკენ მიჰყავდა. მათი 4-წლიანი სტრატეგია, რაც პირველ რიგში, ”რუსთავი2”-ის მეშვეობით განხორციელდა, პოლარიზაციისკენ იყო მიმართული. ამ პოლარიზაციის შედეგი იყო, რომ გამოიკევთა ორი ძალა – ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც თანდათანობით მოახერხა მის გარშემო ამომრჩევლის მობილიზება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები