დავით თევზაძე: ბარიერი ვერ გადავლახეთ, თუმცა ის იდეოლოგია, რაც ჩვენ გვქონდა, ბევრ პარტიას მოვახვიეთ თავზე

ჩვენ როცა დავიწყეთ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, არც ერთი პარტიისთვის პრიორიტეტი არ იყო განათლება, ვეტერანები და უსაფრთხოება.-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკური პარტია “დავით თევზაძე-საქართველოს მშვიდობისთვის” თავმჯდომარე დავით თევზაძემ განაცხადა.
თევზაძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად მარცხისა, მის პოლიტიკურ ძალას ჰქონდა ბევრი ისეთი იდეა, რაც შემდგომში ბევრი პოლიტიკური პარტიის პროგრამაში აისახა.
“მართალია დავმარცხდით და ვერ გადავლახეთ ბარიერი, რაღაცეები ვერ გავთვალეთ, მაგრამ წელიწადნახევრის წინ, როცა ჩვენ ვაყალიბებდით პოლიტიკურ პარტიას, ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში საერთოდ არ არსებობდა სიტყვები – განათლება, უსაფრთხოება და ვეტერანთა საკითხები, პოლიტიკურ პარტიები ყურადღებას ამახვილებდნენ ძირითადად მშვიდობაზე, თუმცა, მოგვიანებით, ჩვენი პოლიტიკური იდეა აისახა ბევრ პარტიაზე.
ამ ეტაპზე პარლამენტში იქნება პროფესიონალიზმის დეფიციტი და, როცა გაუჭირდებათ, იმედია, მიმართავენ პროფესიონალებს,“-განაცხადა“დავით თევზაძე-საქართველოს მშვიდობისთვის” თავმჯდომარე დავით თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები