“პარლამენტი უნდა იყოს თბილისში, პარლამენტიდან არჩეული პრეზიდენტი კი ხელს არ შეუწყობს ქვეყნის განვითარებას”

პარლამენტი უნდა ყოფილიყო თბილისში, ისევე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო არ უნდა ყოფილიყო ბათუმში, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკური პარტია “დავით თევზაძე-საქართველოს მშვიდობისთვის” თავმჯდომარე დავით თევზაძემ განაცხადა.
თევზაძე გაჟღერებულ საკონსტიტუციო ინიციატივებზე საუბრობს და თვლის, რომ პარლამენტი უნდა იყოს თბილისში. დავით თევზაძე პრეზიდენტის პარლამენტის მიერ დანიშვნის საკითხსაც უარყოფითად აფასებს.
“პარლამენტი უნდა ყოფილიყო თბილისში, რომ არა პრეზიდენტ სააკაშვილის აჩემება, ასევე ცუდია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არის ბათუმში, ხელმისაწვდომობის მხრივ იქმნება პრობლემა ამ კუთხით. რაც შეეხება პრეზიდენტის საკითხს, არა მგონია, რომ ამ თემაზე მსჯელობაც კი იყოს სერიოზული.
პრეზიდენტს გააჩნია თავის ლეგიტიმაცია და გარკვეულწილად შეუძლია, რაღაც საკითხების მოგვარება, პარლამენტიდან არჩეული პრეზიდენტი კი იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც, იქნება უმრავლესობის მიერ დასმული,“-განაცხადა დავით თევზაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები