ირაკლი აბუსერიძე ირაკლი ლატარიას ნდობისთვის მადლობას უხდის

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ვაზისუბნისა და მე-8 ლეგიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებას მიესალმება.
“პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ისნის რაიონის მე-8 ოლქის ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისთვის, მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ 8226 ამომრჩეველს, რომელმაც მხარი დამიჭირა და საკუთარი ხმა მანდო, ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. მათ იმედებს აუცილებლად გავამართლებ. მეამაყება, რომ საქართველოში 2016 წლის არჩევნები დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით ჩაატარდა. პირველ ტურში დიდი უპირატესობით გავიმარჯვეთ.
ბრძოლა არ დასრულებულა წინ მეორე ტურია. მოსახლეობის აქტივობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ საბოლოო გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ ისნის რაიონის მოსახლეობა ხმას ანდობს თავისუფლებას, კეთილდღეობას, ქვეყნის სწრაფ განვითარებას.

მისასალმებელია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ვაზისუბნისა და მე-8 ლეგიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ლატარიას განცხადება, რომ არჩევნების მეორე ტურში ის მხარს დაუჭერს “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატურას. მადლობას ვუხდით მას ნდობისთვის”, – ნათქვამია ირაკლი აბუსერიძის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები