სკანდალი: რას წერს სომხური მედია გიორგი მარგველაშვილის თურქეთში ვიზიტის შესახებ?

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თურქეთში ვიზიტის შემდეგ სომხური მედია წერს, რომ თურქეთში, ერზრუმის პროვინციის ვიცე – გუბერნატორმა მარგველაშვილი „ოშკლანქის“, როგორც ქართული ძეგლის მოსანახულებლად, ისე მიიყვანა. მეზობელი ქვეყნის ექსპერტები შეშფოთებას ვერ მალავენ ამ ფაქტის გამო და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლად მოახდინონ რეაგირება. სომეხ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ოშკი მათი ისტორიული ძეგლია.
სომხურ მედიას ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ირინა გივიაშვილი გამოეხმაურა. როგორც გივიაშვილმა „კვირას“ განუცხადა, მე-10 საუკუნეში ქართველი მეფეების მიერ აგებულ ტაძარზე არ შეიძლება ვინმე ამტკიცებდეს, რომ სომხურია.
ირინა გივიაშვილის თქმით, სოფელს, სადაც ოშკის ტაძარი მდებარეობს, მე- 16 საუკუნის საბუთების მიხედვით, სახელი „ოშკლანქ“ ეწოდებოდა. ამიტომ ოშკი ხშირად ასე მოიხსენიება.
„ეს არ არის სომხური ეკლესია. უბრალოდ, გარკვეულ პერიოდში, იყო წარწერები გაკეთებული, როგორც ოშკში – „ქილისე“, ასევე „ოშკლანქიც“. შესაბამისად, გაზეთებში წერია ხოლმე: „ქილისეც“ და „ოშკლანქიც“. პრეზიდენტმა გუშინ მოინახულა ტაოში ქართული ეკლესია- მონასტრები. იმ ეკლესია – მონასტრებს შორის, რომელთაც ის ეწვია, არის ოშკის და იშხნის ეკლესია.  სოფელს, სადაც ოშკის ტაძარი მდებარეობს, მე- 16 საუკუნის საბუთების მიხედვით, ეწოდება სახელი „ოშკლანქ“, ამიტომ ეს სახელი გადმოჰყვა. ის ვერანაირად ვერ გასაღდება სომხურად, იმიტომ რომ ქართული ეკლესიებია, ქართველმა მეფეებმა ააშენეს, ქართულად აქვს წარწერები. ამას აღიარებენ მსოფლიოს აკადემიური წრეები და ძეგლთა მსოფლიო ფონდი, რომლის სიაშიც ოშკი შეტანილია, როგორც ძველი ქართული ეკლესია“,- განაცხადა ირინა გივიაშვილმა.
გივიაშვილის განმარტებით, ოშკი აშენებულია ადარნესე მეფეს შვილების, დავითის და ბაგრატის მიერ მე-10 საუკუნეში. მისივე თქმით, არ შეიძლება ვინმეს მე-16 საუკუნის სოფლის სახელის გამო, მე-10 საუკუნეში აგებულ ტაძარზე 21-ე საუკუნეში ჰქონდეს პრეტენზია და ტაძრის წარმომავლობაში ეჭვი შეეპაროს.

1421350_701538016557712_757413198_n

ცირა შერგელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები