არჩილ თალაკვაძე: შარტავას იდეა ოპოზიციური ძალების გაერთიანებაზე მისასალმებელია, თუ ეს იქნება კონკრეტულ სამოქმედო პლატფორმაზე ორიენტირებული იდეა

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის გამარჯვებულმა კანდიდატმა „ეროვნული ფორუმის“ ლიდერის კახა შარტავას მიერ დღეს გაჟღერებული ინფორმაცია შეაფასა.

თალაკვაძე თვლის, რომ ოპოზიციური პარტიების ჯანსაღი გაერთიანება ხელისუფლების მუშაობისთვის უფრო ეფექტური იქნება.
“ეს იდეა რეალისტურად მიმაჩნია იმ შემთხვევაში, თუ ეს გაერთიანება შედგება კონკრეტული იდეოლოგიის, იდეოლოგიური პლატფორმის გარშემო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მექანიკურად, უფრო მეტი ადამიანი იყოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ.
ჩვენს ინტერესებშიც შედის, რომ ჩვენ გვყავდეს ძლიერი ოპონენტები და იყოს კრიტიკული მიდგომები იმ სამუშაოების მიმართ, რასაც ჩვენ განვახორციელებთ და ჩვენ მზად ვართ ეს განწყობები გავიზიაროთ ჩვენს შემდგომ მუშაობაში, – „განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კახა შარტავამ ოპოზიციურ პარტიებს დიდი პოლიტიკური გაერთიანების შექმნის იდეით დღეს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები