საქართველოს პირველმა ლედიმ ყირგიზეთის რესპუბლიკის პირველ ლედის უმასპინძლა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევისა და მისი მეუღლის ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ყირგიზეთის რესპუბლიკის პირველ ლედის რაისა ატამბაევას უმასპინძლა.
საუბრისას ქალბატონებმა ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პირველმა ლედიმ სტუმარს ქართული ტრადიციული სამოსის აქსესუარი – ყაბალახი უსახსოვრა.
ყირგიზეთის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ მადლობა გადაუხადა მაკა ჩიჩუას საჩუქრისა და გულითადი მასპინძლობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები