მინსკის აეროპორტში საერთაშორისო ძებნაში მყოფი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მინსკის ეროვნულ აეროპორტში, მინსკი-კიევის რეისზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავებული 28 წლისაა და ის საერთაშორისო ძებნაში იმყოფება, თუმცა უცნობია რა ბრალდებით. მამაკაცი გაყალბებული პასპორტით გადაადგილდებოდა. დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე დოკუმენტების გაყალბების მუხლით აღიძრა. დაკავებულის ვინაობა არ სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები