პრეზიდენტმა დავით ბაქრაძე აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დავით ბაქრაძე დაინიშნა.
როგორც „ინფო 9“-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნული ელჩი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის, როგორც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა დავით ბაქრაძეს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ბაქრაძე ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2016 წლის 5 დეკემბრიდან შეუდგება.
დავით ბაქრაძე ბოლო დრომდე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები