პრეზიდენტის სასახლეში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა – ფოტოკოლაჟი

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს და პირველ ლედის რაისა ატამბაევას სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ უმასპინძლეს.
ოფიციალურ ცერემონიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრმა ყირგიზეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა საქართველოს სახელმწიფო დროშას პატივი მიაგეს და წითელ ხალიჩასთან განლაგებულ საპატიო ყარაულის მწკრივს ჩაუარეს.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები წარუდგინეს.
საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან ერთად, დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელევა, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბოძაშვილი. ხოლო ყირგიზეთის სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერლან აბდილდაევი, შინაგან საქმეთა მინისტრი კაშკარ ჯუნუშალიევი, საგანგებო სიტუაციების მინისტრი კუბატბეკ ბორონოვი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ელვირა სარიევა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.
14711667_640673056100971_95872978242235853_o 14708006_640672946100982_6692036291795360129_o 14711313_640672932767650_9120731454928464043_o 14691442_640672786100998_5072923640224600635_o 14711646_640673102767633_6171872931904347898_o 14715071_640672886100988_984161768336554634_o 14681009_640672796100997_506682205363111475_o 14589733_640673072767636_4518277806490838683_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები