აშშ-ის საელჩო: აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
საელჩოს ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის კან ტანიას სიტყვებს მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდზე შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „აშშ აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცესს არ შეეწინააღმდეგება“.
„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რის საფუძველზე კეთდება მსგავსი ტიპის განცხადებები, შემიძლია დანამდვილებით განვაცხადო, რომ აშშ -ის პოლიტიკაში საქართველოს მიმართ არაფერი შეცვლილა”, – ამ სიტყვებით ეხმაურება „კვირასთან“ საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კან ტანიას განცხადებას.
ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა. როგორც ციხელაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, შესაბამისად, მისივე თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადება უსაფუძვლოა.
ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის უსაფუძვლო განცხადებები ადრეც ყოფილა გაჟღერებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები