პაატა ბურჭულაძე პარტიის დატოვებას არ აპირებს

პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე პარტიის დატოვებას არ აპირებს.
ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს თათბირის დაწყებამდე განუცხადა. მისივე თქმით, პარტია ცოტა ხანში ყრილობის ჩატარებასაც გეგმავს.
”მოხდა დიდი რამ – ჩამოყალიბდა ახალგაზრდა, პროფესიონალებით დაკომპლექტებული მომავლის პარტია, რომელიც მომავალ არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.
მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ შევძელი და ახალი, ჯანსაღი ძალა შემოვიყვანე ქართულ პოლიტიკაში, რომელიც არის საქართველოს მომავალი. მე ვრჩები ამ პარტიაში, რეორგანიზაცია მოხდება და ჩვენ ყრილობა გვექნება სულ ცოტა ხანში.
ახლა თათბირი მიმდინარეობს, კოალიცია ჯერჯერობით არის და ალბათ იქნება იმიტომ, რომ ეს ყველას აწყობს. დღეს საქართველო არის ღრმა კრიზისში, საიდანაც ჩვენი მოძრაობა გამოიყვანს”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები