„მოასუფთავა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ველი და ძალიანაც კარგი ქნა“

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით პოლიტიკური, ჟურნალისტური და სამოქალაქო წრეების წარმომადგენლების მხრიდან გამოთქმულ შეფასებებს ეხმაურება.
შესაბამისი შინაარსის სტატუსს ის ფეისბუქში აქვეყნებს.
„რას ჰგავს ხალხო ეს, შეწყვიტეთ მოთქმა, ტირილი და აპოკალიპტური ვნებები. რომ გვკითხონ, სამოქალაქო, ჟურნალისტური და პოლიტიკური ელიტა გვქვია. დამთავრდა ერთი ციკლი განვითარებისა და იწყება მეორე: მოასუფთავა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ველი და ძალიანაც კარგი ქნა. წავა ის, ვისაც დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია, ვინც საშველს მხოლოდ კონფორმიზმში ხედავს, ვინც საკუთარ ხალხთან მორიგების ნაცვლად პოლიტიკური გარიგებებით გადიოდა ფონს. საზოგადოება აუცილებლად იპოვის საკუთარ თავში ენერგიას და მოვა სხვა, თანამედროვე იდეებით და შემართებით. რამ შეგაშინათ და დაგაფრთხოთ ასე, რა კაპიტულანტური განწყობა გაქვთ, გადავირიე,“ – წერს ხათუნა ლაგაზიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები