საბაჟოებზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში „კარწახი“, „სარფი“, „ნინოწმინდა” და ,,გარდაბანი’’ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
როგორც ”კვირას” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 5-9 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „კარწახი“, „სარფი“, „ნინოწმინდა” და ,,გარდაბანი’’, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი (149.62 აბი და 65 მლ. სითხე) და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი (84 აბი) მედიკამენტები აღმოაჩინეს.
მათივე ინფორმაციით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.