როდ სტიუარტს რაინდის წოდება მიანიჭეს

ბრიტანელ როკმომღერალ როდ სტიუარტს ბუკინჰემის სასახლეში გამართული საზეიმო ცერემონიის დროს რაინდის წოდება მიანიჭეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ცერემონია კემბრიჯის ჰერცოგმა, პრინცმა უილიამმა გამართა.
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ სტიუარტს რაინდის წოდება მუსიკის დარგში შეტანილი წვლილისთვის და ქველმოქმედებისთვის მიანიჭა. ამის შესახებ ბუკინჰემის სასახლის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
71 წლის სტიუარტმა კარიერის განმავლობაში 100 მილიონამდე ალბომი გაყიდა. ეს ბოლო დროის რეკორდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები