ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა რუსეთში ვიზიტი გააუქმა

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ნილს მუიჟნიეკსმა რუსეთში ვიზიტი გააუქმა. ის მომავალ კვირას უნდა გამართულიყო. კომისარმა მიუღებლად ჩათვალა ის შეზღუდვები, რაც ვიზიტის დროს რუსეთის ხელისუფლებამ დაუწესა.
„ჩემს ვიზიტს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რუსეთის ხელისუფლებასთან განვიხილავდი. ოქტომბერში უნდა ჩავსულიყავი რუსეთში, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მხრივ არსებული სიტუაციის შესაფასებლად“, – განაცხადა მუიჟნიეკსმა. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ ვიზიტი მხოლოდ 48 საათით  და მოსკოვით  უნდა შემოფარგლულიყო. კომისარმა აღნიშნა, რომ ასეთ მოკლე დროში ის ვერ მოასწრებს ხელისუფლების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას.
ადამიანის უფლებათა კომისარმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება პოზიციას შეიცვლის და ამ საკითხში თანამშრომლობას სრულად აღადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები