ცოფზე აცრების მხრივ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა
დაკბენის შემდეგ ცოფზე აცრების მხრივ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ხოლო ცოფის შემთხვევების რაოდენობით – მესამე-მეოთხე ადგილზე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. “ცოფზე აცრების, ანუ დაკბენის შემდეგ აცრების მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ცოფის შემთხვევების მხრივ კი, საქართველო მსოფლიოში მესამე-მეოთხე ადგილზეა”, – განაცხადა მინისტრმა. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, დაკბენების 80 პროცენტი შინაურ ცხოველებზე მოდის და არა გარეულზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს საშინელი პრობლემაა და ცოფთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია კამპანია, რომელიც მრავალმიმართულებიანი იქნება.