„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის ლიდერები სამომავლო გეგმებზე კონსულტაციებს მართავენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პარტიის წევრები და ლიდერები იკრიბებიან. შენობაში უკვე მივიდნენ პარტიის რეგიონული ლიდერებიც. შეხვედრას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, მათ შორის, სანდრა რულოვსიც.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კონსულტაციებს მართავენ, პარტიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. შეხვდრის დაწყებამდე, პარტიის არც ერთ წევრს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. დღევანდელი შეხვდრის მიზანია, პარტიის წევრებმა თავიანთი პოზიცია და რეაქცია დააფიქსირონ, 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები