ნიუ-იორკში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა

მანჰეტენიდან ლონგ-აილენდში მიმავალი სამგზავრო მატარებელი სარემონტო შემადგენლობას შეეჯახა და რელსებიდან გადავიდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შემთხვევის შედეგად დაშავდა 29 ადამიანი. დაშავებულთა ნაწილს ტვინის შერყევები და მოტეხილობები აღენიშნება. არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინციდენტი სადგურ ნიუ ჰაიდ პარკის სიახლოვეს მოხდა. აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ ლიანდაგზე მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები