შსს-მ სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც ძალოვან სტრუქტურაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობისა“ და ბლოკის – „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ.
შსს-ს ცნობით, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა აქტივისტებს ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერებმა სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცავი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა. საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები