ანკარასთან ორმა ტერორისტმა თავი მოიკლა

Police forensic experts examine a car after a blast detonated by two militants, in the countryside of Haymana near Ankara, Turkey, October 8, 2016. REUTERS/Stringer

თურქეთის დედაქალაქ ანკარის სიახლოვეს ორმა ტერორისტმა თავი მოიკლა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ “ბოევიკების“ მანქანას ალყა შემოარტყა და დანებება უბრძანა. ამის შესახებ „როიტერი” იუწყება. სამართალდამცველების ინფორმაციით, ტერორისტები მანქანის აფეთქებას გეგმავდნენ.
თურქეთის პოლიცია ვარაუდობს, რომ ტერორისტები – ქალი და კაცი, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრები იყვნენ და ამ ორგანიზაციის გასამხედროებულ დაჯგუფებას მიეკუთვნებოდნენ.
სპეცოპერაცია ანკარიდან დაახლოებით 30 კილომეტრში ჩატარდა.
თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და ქურთ „ბოევიკებს” შორის შეიარაღებული დაპირისპირება 2015 წლის ივლისში განახლდა. მას შემდეგ ორივე მხრიდან 8 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები