აშშ-მა მიანმარს სავაჭრო სანქციები მოუხსნა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მიანმარს სანქციებს საბოლოოდ უხსნის. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სანქციები 1989 წელს დაწესდა, მას შემდეგ, რაც მიანმარში ხელისუფლებაში სამხედრო ხუნტა მოვიდა.
სანქციების საბოლოო გაუქმების შესახებ ობამამ მიანმარის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აუნ სან სუ ჩჟისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხრეთ აზიის ამ სახელმწიფოში დემოკრატიის აღდგენის პროცესი ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფოს პოლიტიკა შეერთებული შტატების უსაფრთხოებას პრობლემებს აღარ შეუქმნის.
ამასთანავე, „შავ სიაში“ შემავალი 100 კომპანიის წინააღმდეგ სანქციები შენარჩუნდება. ეს კომპანიები სამხედრო ხუნტასთან არიან დაკავშირებულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები