ირაკლი ალასანიამ საკუთარი არჩევანი გორში გააკეთა

გორში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის უბნებზე მნიშვნელოვანი ხარვეზი არ დაფიქსირებულა. დაახლოებით ორ უბანზე, ტექნიკური პრობლემების გამო, საარჩევნო უბანი რამდენიმე წუთის დაგვიანებით გაიხსნა. გორში საკუთარი არჩევანი მაჟორიტარობის კანდიდატებიდან მხოლოდ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ გააკეთა. რაც შეეხება კიდევ ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს, ირაკლი ოქრუაშვილს, ის ხმას გორში ვერ მისცემს, რადგან იქ ჩაწერილი არ არის. „ქართული ოცნებიდან“ გორის კანდიდატია იოსებ მაკრახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები