აშშ-მა და კუბამ ფეხბურთში პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართეს 1947 წლის შემდეგ

კუბის და აშშ-ის ეროვნულმა ნაკრებებმა ფეხბურთში 1947 წლის შემდეგ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.  შეხვედრა ჰავანაში, პედრო მარეროს სახელობის სტადიონზე გაიმართა. შეერთებული შტატების ფეხბურთელებმა ანგარიშით 2-0 გაიმარჯვეს.
საფეხბურთო მატჩს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მეუღლე, ჯილიც ესწრებოდა. ის კუბაში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
2014 წელს აშშ-მ და კუბამ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ განაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები