ჰაიტიზე შტორმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 800-მდე გაიზარდა

ჰაიტიზე შტორმ „მეთიუს“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 800-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ხუთშაბათს ინფორმაცია 23 დაღუპულის შესახებ გავრცელდა, თუმცა პარასკევს უკვე 400-ზე მეტი გარდაცვლილის შესახებ გახდა ცნობილი. ქვეყნის ხელისუფლება ეჭვობს, რომ 800 დაღუპულიც არ არის საბოლოო ციფრი, ვინაიდან რამდენიმე რაიონთან  დაკავშირება კვლავ ვერ ხერხდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით დარღვეულია სატელეფონო კავშირი და ელექტრომომარაგება.
შტორმი „მეთიუ“ კარიბის ზღვაში ყველაზე ძლიერი იყო ბოლო 10 წლის განმავლობაში. მას მეხუთე, ყველაზე მაღალი კატეგორია მიენიჭა. ქარის სიჩქარე 230 კმ/სთ-ს უდრიდა.

_91558303_jeremie_google_reuters _91561096_9e0074f6-937f-483c-9a7e-8c6c4e834688

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები