ანა პოლიტკოვსკაიას დაღუპვიდან 10 წელი გავიდა – ეუთო რუსეთისგან მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას მოითხოვს

რუსეთის მთავრობამ ბოლო უნდა მოუღოს სიტუაციას, როდესაც ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი რჩება. ამის შესახებ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა განაცხადა.
ეს განცხადება „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან 10 წლისთავს უკავშირდება. ის 2006 წლის 7 ოქტომბერს, მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს.
მიატოვიჩის განცხადებით, ყოვლად დაუშვებელია, რომ ჟურნალისტის მკვლელობიდან 10 წლის შემდეგ მისი ორგანიზატორები დაუსჯელები  არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები