ნიუ-იორკის ხიდზე პუტინის ფოტო გამოფინეს

ნიუ-იორკის ერთ-ერთ ხიდზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფოტო გამოფინეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ბანერი მანჰეტენის ხიდზე უცნობმა პირებმა დაკიდეს. მასზე რუსეთის პრეზიდენტია გამოსახული და წარწერა -„მშვიდობისმყოფელი“.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ბანერი ერთი საათის განმავლობაში ეკიდა, ვიდრე ის პოლიციამ ჩამოხსნა.
უსაფრთხოების კამერებზე დაყრდნობით პოლიცია იუწყება, რომ პუტინის ბანერი ორმა ადამიანმა ჩამოკიდა.
ვლადიმერ პუტინი 7 ოქტომბერს დაბადების დღეს აღნიშნავს. მას 64 წელი შეუსრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები