უკრაინული მედია: პოროშენკომ, შესაძლოა, სააკაშვილი გადააყენოს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოდესაში ვიზიტის დროს გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გადაყენებას გეგმავს, – ამის შესახებ გამოცემა odessa.comments.ua იუწყება.
როგორც გამოცემას ანონიმურმა წყარომ აცნობა, სააკაშვილის ყველაზე რეალურ შემცვლელად ოდესის ღვინის ქარხნის დირექტორი ივან პლაჩკოვი სახელდება.
ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციით კი, პოროშენკო ოდესა-რენის მშენებარე გზას მოინახულებს, ასევე ის ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში მივა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ  „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ რამდენიმე წევრმა პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის გადაყენების თხოვნით მიმართა. მათ მიზეზად სააკაშვილის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების ვეტერანების წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელეს. საუბარია მათთვის ბინების გადაცემაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები