მავრიკის სანაპიროსთან ნაპოვნი „ბოინგის“ ნამსხვრევები 2014 წელს დაკარგულ თვითმფრინავს ეკუთვნის

თვითმფრინავის ფრთის ნაწილი, რომელიც ინდოეთის ოკეანეში, კუნძულ მავრიკისთან არის ნაპოვნი,  2014 წელს გაუჩინარებული Malaysia Airlines-ისბოინგს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ავსტრალიის სატრანსპორტო უსაფრთხოების სამმართველოს მიერ გაკეთებულ განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
ავსტრალიელი ექსპერტების დასკვნები მალაიზიის ტრანსპორტის სამინისტრომაც დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ რეისი MH370-ის ავიალაინერი, რომელიც კუალა-ლუმპურიდან პეკინში მიფრინავდა, 2014 წლის 8 მარტს გაუჩინარდა. მის ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა. მისი ძებნის ოპერაცია უკვე ორი წელია მიმდინარეობს. მაშველებმა მხოლოდ ნამსხვრევები აღმოაჩინეს ინდოეთის ოკეანის სხვადასხვა ნაწილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები