რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  რუსულმა ავიაგამანადგურებელმა „სუ-27“-მა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ფინეთის საჰაერო სივრცე ქალაქ პორვოოს სიახლოვეს, ფინეთის ყურეში დაირღვა. ეს რუსული „სუ-27“ იყო“ – აღნიშნულია ფინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, „სუ-27“-მა ფინეთის ტერიტორიის თავზე ერთი წუთი გადაადგილდებოდა. ამ ხნის განმავლობაში მან 13 კილომეტრი იფრინა. ფინეთის სასაზღვრო უწყება ამ ფაქტს იძიებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები