შტორმის მოახლოების გამო ფლორიდის შტატში ევაკუაცია გამოცხადდა

აშშ-ის ფლორიდის შტატში შტორმ „მეთიუს“ მოახლოების გამო მილიონობით ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ეს ყველაზე ძლიერი შტორმია ბოლო 10 წლის განმავლობაში.
შტორმების პროგნოზირების ნაციონალური ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შტორმის შედეგად 5-მეტრიანი ტალღებია მოსალოდნელი. ეს დამატებითი ნგრევის საფრთხეს ქმნის.
„მეთიუ“, სავარაუდოდ, ფლორიდის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რაიონებს დაატყდება თავს, ხოლო შემდეგ ჯორჯიის და სამხრეთ კაროლინის შტატებისკენ დაიძვრება.

_91553739_0e0e5bbe-d304-456d-aec5-f2df56b26017

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები