თამაზ ნავერიანი ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა

მარნეულის №36 ოლქში, პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი თამაზ ნავერიანი, ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამის იმ ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა, რომლის განხორციელებასაც, არჩევის შემთხვევაში გეგმავს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელმაც გლეხებს, ფერმერებსა და მეწარმეებს თავიანთი საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის მეტი სტიმული მისცა.
კანდიდატმა ფერმერებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა ის შედეგები, რომელიც შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე იქნა მიღწეული.
მისი განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლებისთვის სოფლის მეურნეობის განვითარება ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ ხდება ფერმერების მაქსიმალური ხელშეწყობა, იმ პროექტების განხორციელების გზით, რომელსაც სამინისტრო ასე წარმატებით ნერგავს ქვეყანაში.
ფერმერებთან შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ და მოესმინათ პასუხები, მათ მიერ კანდიდატის საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები