პოროშენკო სააკაშვილთან ჩადის

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოდესაში ჩასვლას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია ოდესის საოლქო ადმინისტრაციის კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა იური ჟაროვმა გაავრცელა.
მისი თქმით, ოდესაში პოროშენკოს ჩასვლის ზუსტი თარიღი უცნობია, ის სავარაუდოდ 7 ოქტომბერს უნდა შედგეს. გამოცემა „უსის“ ინფორმაციით, პოროშენკო ოდესა-რენის საავტომობილო გზის მშენებლობა უნდა მოინახულოს, ასევე უკრაინელ სამხედროებს ბინების გასაღები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები