რუსეთი სირიაში ნებისმიერი საჰაერო სამიზნის განადგურებით იმუქრება

რუსეთი სირიაში განთავსებულ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს ნებისმიერი სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენებს, რომლებიც სირიის შეიარაღებულ ძალებს დაემუქრება. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა. ასე უპასუხეს რუსეთის თავდაცვის უწყებაში აშშ-ის და კოალიციის მირ სირიის სამთავრობო ძალების დაბომბვის შესაძლებლობის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
ეს ინფორმაცია გაზეთ Washington Post-ში გავრცელდა, სადაც საუბარია იმაზე, რომ თეთრ სახლში ბაშარ ასადზე საჰაერო დარტყმების შესაძლებლობა სულ უფრო აქტიურად განიხილება და შესაბამისი კინეტიკური მოქმედებების მხარდამჭერთა რიცხვი მატულობს.
კონაშენკოვმა განაცხადა, რომ სირიის სამთავრობო ძალებზე შეტევის შემთხვევაში რუსეთი ჰაერსაწინაღმდეგო საშუალებებს აამოქმედებს იმისდა მიუხედავად, ვინ ახორციელებს ამ დარტყმას.
„რუსეთის საჰაერო ძალებს არ ექნებათ საშუალება, რომ საჰაერო სამიზნის მიახლოების მომენტში „ცხელი ხაზით’ გაარკვიონ ვისია ეს საჰაერო ხომალდი“ – განაცხადა კონაშენკოვმა. .
ორი დღის წინ პენტაგონმა სირიაში რუსული საზენიტო კომპლექსების C-300-ების გადასროლის გამო შეშფოთება გამოთქვა. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ კოპლექსების სამიზნე საერთაშორისო კოალიციის ავიაციაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები