პალესტინის ავტონომიის ლიდერი საავადმყოფოში მოხვდა

პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი საავადმყოფოში მოხვდა.  მას სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევა ჩაუტარდება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
აბასის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, მას კარდიოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდება. ამასთანავე აბასის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ აბასი თავს კარგად გრძნობს და მისი გამოკვლევა სისხლძარღვებში თრომბის გაჩენის შესაძლებლობის აღმოსაფხვრელად ხდება.
მაჰმუდ აბასმა ოთხშაბათს იორდანიიდან დაბრუნების შემდეგ თავი ცუდად იგრძნო. ის 81 წლის არის და პალესტინის ავტონომიის ლიდერის თანამდებობას 2005 წლიდან იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები