დავით უსუფაშვილი: პოლიტიკოსებმა სამართალდამცავ ორგანოებთან მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ

​პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, სამართალდამცავები არიან სახელმწიფოს მსახურნი და არ უნდა ჩავაყენოთ ისეთ უხერხულ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა არიან. როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, პოლიტიკოსებმა სამართალდამცავ ორგანოებთან მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
„როცა პოლიტიკოსები გამოდიან, აკეთებენ შეფასებებს, პროგნოზებს, თუ საიდან იქნება დარტყმა, ვინ იქნება ამფეთქებელი და აბა, ახლა მიდი, შსს და გამოიძიე. სამართალდამცავი ორგანოები უნდა გავათავისუფლოთ პოლიტიკური, პირდაპირი თუ არაპირდაპირი წნეხისგან, რომ ებრძოლონ დანაშაულს”,- განაცხადა უსუფაშვილმა.
​პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ჰყავს არმია სამართალდამცავი ორგანოების, რომლის მოვალეობაა ჩაავლონ ხელში ამფეთქებელს, დამგეგმავს, რევოლუციის შემოქმედს და „ჩააყუდონ იქ სადაც საჭიროა“.
„დიდი ხანია, ვსაუბრობ იმაზე, რომ სუსმაც, პროკურატურამაც და პოლიციამაც უნდა იმოქმედონ დანაშაულის აღსაკვეთად და დამნაშავეების გამოსავლენად. მე ველი იმ დღეს, როდესაც პოლიცია, პროკურატურა და უშიშროების სამსახურები გამოათრევენ ბუნაგებიდან იმ დამნაშავეებს, რომლებიც რაღაცეებს ჩადიან და შეწყდება ის არანორმალური ვითარება, როდესაც ამის შესახებ ჩვენ ვიგებთ ან ინტერნეტში ინკოგნიტო ადამიანების მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერებით, ან ექსპერტების პროგროზნებიდან ან მათი ვარაუდებიდან”,- აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები