ლევან იზორია ლატვიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ლატვიის ელჩს, იანის ზლამეტსს შეხვდა.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლევან იზორიამ ლატვიის ელჩს  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ლატვიელი ექსპერტების ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა სურვილი გამოთქვეს, ერთობლივად დაგეგმონ და განახორციელონ სამხედრო-სასწავლო წვრთნები.
თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამხედრო განათლების სფეროში ლატვიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ისევე, როგორც თავდაცვის სამინისტროსა და რიგაში არსებულ ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმზე. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მაღალი რანგის სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენლების გაცვლითი ვიზიტები. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და სამხედრო სფეროში ურთიერთობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ლატვიის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი იანის დრეიმანისი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები