რუსთავში სასწრაფო დახმარების მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

რუსთავში, შარტავას ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდას სასწრაფო დახმარების მანქანა დაეჯახა.
ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი რუსთავის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოძახებაზე მიდიოდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები