ირაკლი სესიაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ნიშნული ნულს უტოლდება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ნიშნული ნულს უტოლდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არჩევნებში მონაწილეობას კი არ ცდილობენ, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესების ინტერესი აქვთ, რაც ქვეყნის დესტაბილიზაციაში გამოიხატება. სესიაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ ინტერესში არ შედის ქვეყანაში რაიმე სახის დაძაბული სიტუაცია. მისი მტკიცებით, მმართველი პარტია და ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს.
„ელემენტარული აზროვნება ვისაც აქვს, მიხვდება, რომ გუშინდელი აფეთქება არანაირად არ შედიოდა ხელისუფლების ინტერესებში. ჩვენი ამოცანაა იყოს მშვიდობა, „ქართული ოცნება“ ამისთვის არაფერს იშურებს. „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის პოლიტიკური ნიშნული ნულს უტოლდება, ცდილობს არა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესების ინტერესი აქვთ, რაც ქვეყნის დესტაბილიზაციაში გამოიხატება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები