ირაკლი ალასანია: აფეთქებებით ჩატარებული არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფრთხეში ჩაგდებას ნიშნავს

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტები ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფრთხეში ჩაგდებას ნიშნავს.
ალასანიას თქმით, პოლიტიკოსის მანქანის აფეთქების ფაქტი საზოგადოებაში აჩენს დაუცველობისა და სახელმწიფოს დასუსტების განცდას.
„ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მოტივი და გარემოებები, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ თავად ფაქტი, პოლიტიკოსის აფეთქების საზოგადოებაში აჩენს დაუცველობისა და სახელმწიფოს დასუსტების განცდას. “თავისუფალი დემოკრატები” მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ნაჩქარევი და დაუსაბუთებელი დასკვნების გამოტანისგან. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და სამართამდაცავ ორგანოებს აიღონ პასუხისმგებლობა ქვეყანაში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
გუშინ, ყოფილი ”პირიმზის“ შენობასთან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. აფეთქების დროს ავტომობილში თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ. დაშავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები