“რესპუბლიკური პარტიის” მარტვილის ორგანიზაციის 60-მა წევრმა “ქართულ ოცნებას” მხარდაჭერა გამოუცხადა

“რესპუბლიკური პარტიის” მარტვილის რეგიონული ორგანიზაციის 60-მა წევრმა “ქართული ოცნების” აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ოთარ დანელიას მხარდაჭერა გამოუცხადა.
როგორც “რესპუბლიკური პარტიის” მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ შოთა ბაღიშვილმა მარტვილის შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მან და მისმა თანაგუნდელებმა პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დადგომა გადაწყვიტეს.
“გააზრებული გვაქვს რა რეგიონში არსებული წინასაარჩევნო პოლიტიკური ვითარება და ვითვალიწინებთ მიმდინარე პროცესებს, რესპუბლიკური პარტიის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა გადავწყვიტეთ, დავდგეთ ყოველგვარი პარტიულ ინტერესებზე მაღლა და მხარი დავუჭიროთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელშიც ვხედავთ ჩვენი რეგიონის განვითარების ერთადერთ გზას!
მარტვილის რაიონული ორგანიზაციის სრული შემადგენლობით, 60 წევრით, ვუერთდებით “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკურ კურსს და ნდობას ვუცხადებთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელიას.
ჩვენს რიგებშია მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “რესპუბლიკელების” ყველა წევრი.
მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას,რომ გააკეთონ სწორი არჩევანი!”
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მარტვილის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა აკაკი ხუნწელიამ მადლობა გადაუხადა “რესპუბლიკური პარტიის” წევრებს.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავერთიანდეთ და ერთად დავდგეთ ქვეყნის განვითარების სამსახურში. მხარი დავუჭიროთ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელიას” , – აღნიშნა ხუნწელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები