კახა ძაგანია: “ნაცმოძრაობამ” გადატრიალების გეგმის განხორციელება დაიწყო

“მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, კახა ძაგანიას განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” გადატრიალების გზით, ხელისუფლებაში დაბრუნების გეგმის განხორციელება დაიწყო.
ძაგანიას განმარტებით, გუშინ, “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების შემდეგ, პარტია დღეს, აქციაზე მხარდამჭერების გააქტიურებას ელის.
„პროვოკაციები კვლავ გაგრძელდება, თუ საზოგადოება კრიმინალ “ნაცმოძრაობას” დაუჯერებს და შეცდომაში შევა. ასევე, თუ შესაბამისი ორგანოები ვერ გამოავლენენ პროფესიონალიზმს. “ნაცმოძრაობამ” დაიწყო მზაკვრული გეგმის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს გადატრიალების გზით, სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებას”,- აღნიშნა ძაგანიამ.
კახა ძაგანია მოუწოდებს საზოგადოებას, არ აჰყვნენ კრიმინალი პოლიტიკოსების მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს და 8 ოქტომბერს მშვიდად გააკეთონ არჩევანი.
ის ასევე მოუწოდებს ძალოვან სტრუქტურებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა მატერიალურ-ტექნიკური საშუალება, მოიწვიონ უცხოელი ექსპერტ-კრიმინალისტები, რათა უმოკლეს დროში გამოიძიონ 4 ოქტომბრის შემთხვევა და მკაცრად დაისაჯონ კრიმინალი პოლიტიკოსები.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა კოლმეურნეობის მოედანზე, 4 ოქტომბერს, დაახლოებით, 21:30 საათზე აფეთქდა. მანქანაში, მძღოლთან ერთად იმყოფებოდა გივი თარგამაძე, რომელიც არ დაშავებულა. დაიჭრა რამდენიმე გამვლელი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები