გიგლა ბარამიძე: თუ გავითვალისწინებთ „ნაციონალური მოძრაობის“ სექტას, წინასაარჩევნო გარემო მშვიდია

„იმასთან შედარებით, რაც ხდებოდა, ნიღბებით ადამიანების დაშინებას და თუ გავითვალისწინებთ “ნაციონალური მოძრაობის” სექტას, წინასაარჩევნო გარემო არის მშვიდი“, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ ბურჯანაძის პარტიის წევრი გარემოს მშვიდად აფასებს, მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ისევ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს.
“რაც ხდებოდა ქვეყანაში წლების წინ, არჩევნების დროს და რადგან ყველაფერი შედარებითია, დღევანდელი საარჩევნო გარემო არის მშვიდი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ისევ იყენებს ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურს, როგორც ეს ადრე ხდებოდა. პირდაპირ და ირიბ ზეწოლად უნდა ჩაითვალოს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული მედიასაშუალებები საერთაშორისო ორგანიზაციებს უკვეთავენ სოციოლოგიურ კვლევებს.მაშინ რა საჭიროა არჩევნები თუ არჩევნებამდე ვაანონსებთ შედეგებს“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბარამიძე საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს უნდობლობას უცხადებს და მოსახლეობას მოუწოდებს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ენდონ. იმდენად უკვე სახედაკარგულები არიან ეს საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ სჯობს ვენდოთ ჩვენს სოციოლოგებს და ჩამოვაყალიბოთ ეროვნული სოციოლოგიური სააგენტო, ავირჩიოთ სამეთვალყურეო საბჭო, რაც კონტროლს გაუწევს ამ ორგანიზაციას“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
ბარამიძე უპირატესობას საკუთარ კვლევებს ანიჭებს და თვლის, რომ 11% რაც დღემდე ჰქონდათ, უფრო მომატებულია. ტოტალური გაყალბების შემთხვევაში, გიგლა ბარამიძე ამბობს, რომ ბურჯანაძის პოლიტიკური მოძრაობა პროტესტის ყველა ფორმას გამოიყენებს,რაც კონსტიტუციით მისაღებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები