კონსერვატორიის კურსდამთავრებული სტრასბურგში მიემგზავრება
4 თებერვალს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის კურსდამთავრებული ლევან მაკარიძე სტრასბურგში, საოპერო სტუდიაში მიემგზავრება. 13 თებერვალს იგი გერმანიის ქალაქ კიოლნში საოპერო მომღერლების ფედერალურ სააგენტოში გასაუბრებასა და მოსმენაზე გამოცხადდება. კულტურის სამინისტრო ხელს უწყობს ახალგაზრდა მუსიკოსების განვითარებას და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობას, რაც ხელოვანს პროფესიონალად ჩამოყალიბებასა და წარმატების მიღწევაში ეხმარება.