ლანჩხუთის ცენტრში ნინო წილოსანის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა

ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში მდებარე განახლებულ სკვერში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნინო წილოსანის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა.
როგორც “კვირას” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, კონცერტში მონაწილეობდნენ: სოფო ბედია, სოფო ხალვაში, კახა კუხიანიძე და მაკა ზამბახიძე.
დასასრულს სცენაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა ახალგაზრდები მიიწვია და ოვაციებისა და აპლოდისმენტების ფონზე შეკრებილებს მიმართა: „ჩემო ლანჩხუთელებო, ყველა ძალიან მიყვარხართ. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ 8 ოქტომბერს.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები