გიორგი ახვლედიანი: დარწმუნებული ვარ, ფარული ჩანაწერები თავად ნიკა გვარამიამ ჩაწერა და გაავრცელა

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიორგი ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ ფარული ჩანაწერები, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, თავად ნიკა გვარამიამ ჩაწერა და გაავრცელა.
“ის, რომ გვარამია წერდა და წერს შინაურებსაც და გარეულებსაც, ეს ყველამ კარგად ვიცოდით დიდი ხნის განმავლობაში და ეს ფაქტობრივად რეალურად ახლა კიდევ ერთხელ დადასტურდა. რაც შეეხება “ნაცმოძრაობის” კონტროლირებად მოსამართლეებს, რომლებიც ელოდნენ კონკრეტულ გასამრჯელოს თავიანთი საქმიანობისათვის, ესეც კარგად ვიცოდით, უბრალოდ, ესეც კიდევ ერთხელ დადასტურდა, კონკრეტული ფაქტით, რომელიც თავად გვარამიამ ჩაწერა და დარწმუნებული ვარ თავადვე გაავრცელა”, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში “რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის საუბრის აუდიოჩანაწერი ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები