გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოდან ჩინეთში 8 თვის მონაცემებით, უკვე 3,5 მილიონი ბოთლია ექსპორტირებული

„წელს, ჩინეთში 8 თვის მონაცემებით, უკვე 3,5 მილიონი ბოთლია ექსპორტირებული“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ჩინეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

„ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობების დინამიკა არის ძალიან მზარდი, ბევრი მიმართულებით გვაქვს კარგი მაჩვენებლები. სულ ახლო მომავალში მოვაწერთ ხელს თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას. უკვე გვაქვს ძალიან ბევრი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, როგორიც არის ღვინის ექსპორტი.

წელს 3 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტსაც არ ველოდებოდით, მაგრამ 8 თვის მონაცემებით, უკვე 3,5 მილიონი ბოთლია ექსპორტირებული. ეს დაახლოებით მესამედია იმისა, რის ექსპორტირებასაც ვახდენთ რუსეთის ბაზარზე. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის, ასე რომ მოხარული ვარ, რომ ამ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები