“ვიცოდით რა, რომ არჩევნები შესაძლოა გაყალბდეს, გამოვიგონეთ და გავაკეთეთ ისეთი რამ, რაც არასდროს არავის გაუკეთებია”

“არჩევნები შესაძლოა, გაყალბდეს”, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მუდმივად აყალბებს ციფრს.
როგორც დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, პარტიას მხარდამჭერები ბევრ რეგიონში ჰყავს და მათი რეიტინგი საკმაოდ დიდია.
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოვიდა და ხმა მისცა მილიონ 480 000-მა ადამიანმა. მათი 2 პროცენტი არის დაახლოებით 28 000 კაცი. ჩვენ მხარდამჭერები გვყავს თბილისშიც, ქუთაისშიც, თელავშიც, კასპშიც, გორშიც და სხვა ბევრ რეგიონში, ამიტომ უნდა გესმოდეთ, რომ სრულიად შეუძლებელია ჩვენი რეიტინგი იყოს 2 პროცენტი”, – განაცხადა თარხან-მოურავმა.
მანვე ჟურნალისტებს ხელმოწერები და ე.წ. შეთანხმების ფურცლები წარმოუდგინა.  მისივე თქმით, 180 000 ადამიანი აწერს ხელს შეთანხმებას, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმას სწორედ “პატრიოტთა ალიანსს” მისცემს.
“აქ არის 180 000 ხელმოწერა, კიდევ 100 000 არის რეგიონებში. ვიცოდით რა, რომ არჩევნები შესაძლოა გაყალბდეს, გამოვიგონეთ და გავაკეთეთ ისეთი რამ, რაც არასდროს არავის გაუკეთებია. შევქმენით დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია შეთანხმება, სადაც ადამიანი თავისი სახელი-გვარით და პირადი ნომრით ხელს აწერს შეთანხმებას,” – განაცხადა დავით თარხან მოურავმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები